პარლამენტის შესასვლელთან, აქციაზე ხმაური იყო

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე,სადაც ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები აქციას მართავენ, ხმაური იყო.

პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, გზის სავალი ნაწილი გაეთავისუფლებინათ, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ და ადგილზე ვითარება დაიძაბა.

სამართალდამცავებმა აქციის რამდენიმე მონაწილე ტერიტორიას განარიდეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტის შესასვლელებთან შეკრებილი აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს.

პარლამენტის ყველა შესასვლელთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.