კოსტავას გამზირზე ახალი ეკრანი მონტაჟდება

კოსტავას გამზირზე არსებული ძველი მონიტორის დემონტაჟის შემდეგ, ახალი ეკრანი მონტაჟდება. 

როგორც ცნობილია, აუქციონში გამარჯვებული სარეკლამო კომპანია “ალმა”  500 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. მონიტორის ფართობი 40-50 კვ.მია.

გარდა ამისა, აუქციონში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ახალი ეკრანის განთავსების შემდეგ,  საეთერო დროის 10% თვითმმართველობას დაუთმოს.