ლანა ღოღობერიძე Pfizer-ით აიცრა

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე Pfizer-ით აიცრა. მან ვაქცინაცია ივანე ბოკერიას სახელობის თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში საჯაროდ გაიკეთა.

“თავს სრულიად ჩვეულებრივად ვგრძნობ. რაღაცნაირად დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი გართულება არ იქნება. არ მქონდა ღელვა. აუცილებლად უნდა ავიცრათ ყველა, თუ გვინდა რომ გადავრჩეთ და უბრალოდ კარგად ვიყოთ,”- განაცხადა ლანა ღოღობერიძემ.

დღეს საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია დაიწყო. მოქალაქეთა ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის ექვს კლინიკაში განხორციელდება.