მეორე-მესამე კვარტალი დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ ვაქცინების ის რაოდენობა, რაც საკმარისი იქნება რისკ-ჯგუფებში არმყოფი მოქალაქეების ასაცრელად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განუცხადა.
„მასობრივი ვაქცინაციის კამპანია დაგეგმილი გვაქვს მესამე-მეოთხე კვარტალში. მანამდე, პირველი და მეორე კვარტალი იქნება მაქსიმალურად ინტენსიური ვაქცინაცია პირველი პრიორიტეტული ჯგუფების“,- აღნიშნა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ მეორე კვარტალში სტრატეგიული სერვისების თანამშრომლების აცრა იგეგმება. მისივე თქმით, ბაზარზე ახალი პრეპარატების გამოჩენის და ვაქცინების წარმოების ზრდის ფონზე, მას იმედი აქვს, რომ თავდაპირველი გეგმა წლის ბოლომდე საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრის შესახებ კვლავ რეალურია.