მდინარაძე გომელაურზე: კითხვებს არ დავსვამ, კარგი პოლიტიკოსია

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან კითხვები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გომელაურს ამ წუთებში “მინისტრთა საათის” ფარგლებში უსმენენ. მდინარაძემ აღნიშნა, რომ გომელაური კარგი პოლიტიკოსია და წარმატებულად მუშაობს.

“გომელაურთან დაკავშირებით მე პირადად კითხვას ნამდვილად არ დავსვამ, რადგან იცით, რომ ჩვენ კოორდინაციაში ვართ, ბევრ საკითხთან დაკავშირებით საერთო გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე, რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს, ზოგადად, ვახტანგ გომელაური არის კარგი პოლიტიკოსი და ის არის პოლიტიკური საბჭოს წევრი, მაგრამ რაც შეეხება მის ფუნქციას, ცალკე აღებულს აღმასრულებლისა, ჩვენ ვხედავთ მის წარმატებულ მუშაობას და თითოეული პოლიციელის თავის დადებას, რომ ამ ქვეყანაში კრიმინალმა იკლოს, რომ ქვეყანაში მოსახლოების და საზოგადოების უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი”, – თქვა მამუკა მდინარაძემ.