ხანძარია რუსთავში- TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ცეცხლი მიტოვებულ შენობაში საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გაუჩნდა. ტერიტორიაზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
ცეცხლი მე-6 მიკრორაიონში, კლინიკა “რუსთავის” მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც.