მთავრობამ 27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ გამოაცხადა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 27 იანვარი ქვეყანაში ოფიციალურად გამოაცხადოს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ:

“დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჰოლოკოსტის მსხვერპლთა დღის გამოცხადებასთან დაკავშირებით. 27 იანვარი გამოცხადდა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღედ და ვფიქრობ, რომ საქართველოსა და ისრაელს შორის მეგობრული ურთიერთობების და ქართველ და ებრაელ ხალხს შორის მრავალსაუკუნოვანი კავშირების გათვალისწინებით, ეს გადწვყეტილება მნიშვნელოვანია. როგორც აქამდე აღვნიშნავდით, მომავალშიც გაგრძელდება, მაგრამ ეს უკვე არის ოფიციალურად გამოცხადებული”, — ამბობს ზალკალიანი.

27 იანვარს ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. 1945 წლის 27 იანვარს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკის ათასობით ტყვე გათავისუფლდა. დღეს ამ თარიღიდან 72 წელი გავიდა.