მსუბუქი ავტომობილი ხრამში ჩავარდა

ქუთაისში, წყალტუბოს საავტომობილო გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხრამში ჩავარდა.

შემთხვევის შედეგად ხევში ჩავარდნილი ავტომობილი მძიმე ტექნიკის საშუალებით ამოიყვანეს.

ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.