ნიკოლოზ ბასილაშვილმა როჯერ ფედერერი დაამარცხა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია – დოჰას ATP250 კატეგორიის ტურნირის მეოთხედფინალში შვეიცარიელი ლეგენდა როჯერ ფედერერი სამ სეტში დაამარცხა.

მატჩი საათი და 49 წუთი გაგრძელდა და ანგარიშით 3:6, 6:1, 7:5 დასრულდა.

1/2 ფინალში ბასილაშვილი ამერიკელ ტეილორ ფრიცს შეხვდება. მატჩი 13 მარტს გაიმართება.