როდის დაიწყება სპორტკომპლექსის მშენებლობა?

რუსთავის სპორტკომპლექსის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 10 დღეში დაიწყება, – ამის შესახებ TV4-ს კომპანია “არალის” დირექტორმა განუცხადა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსა და შპს არალს შორის ხელშეკრულება 24 მარტს გაფორმდა. ხელშეკრულების მიხედვით, რუსთავში, აზიის განვითარების ბანკის დონორობით, ახალი სპორტკომპლექსი აშენდება.

პროექტის ღირებულება ჯამში 19 მილიონ 104 ათას 390 ლარია.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 თვის ვადაში უნდა განახორციელოს.