რუსთავს კიდევ თხუთმეტი ავტობუსი გადაეცა

ქალაქში კიდევ 15 ახალი ავტობუსი შემოვიდა და საერთო ჯამში მუნიციპალური ტრანსპორტის 40-ივე ერთეული რუსთავშია.

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ახალი ავტობუსები დატესტვის რეჟიმშია და მხოლოდ ამის შემდეგ  დაიწყებს მუშაობას ქალაქში.

ინფორმაციისთვის, 40 ერთეული ავტობუსის ქალაქში შემოყვანა ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში განახორციელა.