როდის მოიხსნება 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს.

როგორც მან ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, დარწმუნებულია, რომ ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე, აღნიშნული შეზღუდვაც შემსუბუქდება.

„ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც შეიძლება იქნას განხილული. დღეს კიდევ შემსუბუქების ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ესეც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.