ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ ორგანიზებულ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის (BPP) მესამე ეროვნულ კონფერენციაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტს სპეციალური ჯილდო გადაეცა. რუსთავის მუნიციპალიტეტი პროექტისთვის – ,,რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ,,ჩატ ბოტის – სი ბოტის“ შექმნა და ექსპლუატაცია“ დაჯილდოვდა.
კონფერენციას და დაჯილდოების ცერემონიას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა დაესწრო.
რუსთავის მერმა პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს მადლობა გადაუხადა.
კონფერენციაზე, 2019-2020 წლების კონკურსში გამარჯვებული 10 მუნიციპალიტეტი დასახელდა.
სპეციალური ჯილდოები და სიგელები, საუკეთესო პროექტებისთვის რუსთავის, ბოლნისის, წყალტუბოს, სენაკის, ოზურგეთის, ფოთის, ქუთაისის, მარნეულის, გარდაბნის და თელავის მუნიციპალიტეტების მერებს, ათეა-ს და პროექტის – N4ED დირექტორმა დავით მელუამ და საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის წამყვანმა ექსპერტმა ნინო ზურაბიშვილმა გადასცეს.
საქართველოში პირველი ხელოვნური ინტელექტი- საჯარო მოხელე, ჩატ ბოტი, რუსთავის მერიამ 2020 წლის აპრილში აამუშავა.
მუნიციპალიტეტის ცნობით, ჩატ ბოტი მოქალაქეებს მაქსიმალურად სწრაფად აწვდის კომპეტენტურ ინფორმაციას სახლიდან გაუსვლელად, მუნიციპალური სერვისების შესახებ.
ამასთან, ჩატ ბოტი ინტეგრირებულია სოციალურ ქსელ facebook-ზე და ნებისმიერ მსურველს შეუძლია მასთან მესენჯერის საშუალებით დაიწყოს მიმოწერა.
პროექტი ქალაქის მერიამ, რუსთავის ინოვაციების ჰაბთან თანამშრომლობით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განახორციელა.