რუსთავში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

რუსთავში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეზღუდული აქვს. როგორც TV4-ს “ენერგო პრო ჯორჯიას” ცხელ ხაზზე განუცხადეს, ელექტროენერგია შეზღუდული აქვს კოსტავას, სუმგაით მეტალურგების, კონსტიტუციისა და მიმდებარე ქუჩების აბონენტებს.

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზი მაღალი ძაბვის გადამცემი ანძის დაზიანებაა.

მათივე განცხადებით, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უკვე იმყოფებიან ადგილზე და პრობლემის აღმოფხვრას ამ მომენტშიც ცდილობენ.

თუმცა, როდის აღუდგება ელექტროენერგია მარცხენა სანაპიროს აბონენტებს, “ენერგო პრო ჯორჯიაში” ზუსტ დროს ვერ ასახელებენ.