საკალათბურთო კლუბი „რუსთავი“ საქართველოს თასის პირველი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „ა ლიგის“ ერთ-ერთ ფავორიტ კლუბ „მეგას“ დაუპირისპირდა.
ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა კლუბმა მეტოქე 28 ქულიანი სხვაობით, ანგარიშით 108: 80 დაამარცხა.
რუსთაველები საქართველოს თასის მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც მათი მეტოქე თბილისის „კაკტუსი“ იქნება. მატჩის ჩატარების თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის.