სარჯველაძე: მთავარი დათმობა ოპოზიციისგან უნდა ვიხილოთ

“ქართულ ოცნებაში” მიიჩნევენ, რომ დიალოგის პროცესში მთავარი კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან უნდა განხორციელდეს.

მიხეილ სარჯველაძეს აქვს მოლოდინი, რომ ოპოზიცია რიტორიკას შეცვლის.

“მთავარი დათმობა ვისგანაც უნდა ვიხილოთ, ეს არის ოპოზიცია, ხოლო ამის შემდეგ მათ მიერ დაყენებულ ულტიმატუმებთან დაკავშირებით, რასაკვირველია, ასევე მოსალოდნელი უნდა იყოს პოზიციების ცვლილება. უმიზეზოდ გაცხადებული ბოიკოტის სანაცვლოდ დაყენებული ულტიმატუმების შესრულება არ შეიძლება იყოს მოლაპარაკებისთვის დამახასიათებელი პროცესი.

მოლოდინი გვაქვს, რომ ოპოზიცია შეცვლის თავის რიტორიკას, იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ვისმენთ ორ მნიშვნელოვან რამეს – ერთი, არჩევნები არ გაყალბებულა და მეორე – მხარეებს, ე.ი. ოპოზიციასაც, მოუწოდებენ კომპრომისისთვის,”- აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.