სასტუმრო “ვინოტელთან” ვითარება დაიძაბა

სასტუმროს “ვინოტელთან” ვითარება დაიძაბა. ქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

პოლიცია ცდილობს აქციის მონაწილეები სასტუმროს შესასვლელებიდან გაიყვანონ, აქციის მონაწილეები კი მათ წინააღმდეგობას უწევენ.

დაზიანებულია სასტუმროს კუთვნილ ტერასაზე განლაგებული ინვენტარი.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი რუსი შოუმენის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.