საქართველომ კორეის რესპუბლიკისგან 150 000 დოლარის სამედიცინო აპარატურა მიიღო

Covid-19-ის წინააღმდეგ ბროლის ფარგლებში, კორეის რესპუბლიკისგან საქართველომ ჰუმანიტარული დახმარების სახით 150 000 დოლარის ღირებულების სამედიცინო აპარატურა – 76 ინფუზომატი და 48 ერთეული ელექტროკარდიოგრაფი მიიღო.

აღნიშნული სამედიცინო აპარატურა რეანიმაციული პაციენტების, მათ შორის, Covid-19-ის გართულებით გამოწვეული დაავადებების მართვისთვის არის განკუთვნილი.

სამედიცინო აღჭურვილობა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კორეის რესპუბლიკის ელჩთან, დაესუ ჩუნგთან ერთად თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაათვალიერეს.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, პანდემიაზე ეფექტური რეაგირების კუთხით სამედიცინო დაწესებულებების აღჭურვა უახლესი აპარატურით, ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და გაძლიერებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესია.