2021 წლის 15 სექტემბრიდან იმ სკოლებში, სადაც 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს სრულად აღჭურვილი სამედიცინო სივრცე მოეწყობა.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლადო კახაძემ ისაუბრა. ზოგადი განათლების კანონში შესატანი ცვლილების შესახებ პარლამენტში მესამე მოსმენა დღეს გაიმართა. პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით, 81 ხმით დაამტკიცეს.
პარლამენტის მიერ მიღებული კანონის მიხედვით, განათლების და მეცნიერების მინისტრი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის სტანდარტს დაამტკიცებს. ამასთან, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, სკოლებში სამედიცინო პუნქტების ფუნქციონირების წესს მიიღებს.
კანონის ამოქმედების შემდეგ, 2022 წლის 15 სექტემბრიდან მოეწყობა და აღიჭურვება დანარჩენი სკოლების სამედიცინო სივრცეებიც.