სტამბოლში ქართველი ქალის მკვლელობა – ახალი დეტალები

საქართველოს მოქალაქის მკვლელობა თურქეთში- მომხდართან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საფრთხის შესახებ წინა დღეებში ტელეფონზე საუბრობდა და საქართველოში დაბრუნებას აპირებდა.

​როგორც გარდაცვლილი ქალის მეგობარი მედიასთან ამბობს, წყვილს ურთიერთობაში პრობლემები ჰქონდა.

“ადრე ჰქონდა მცდელობა საქართველოში წამოსვლის, თავის გვერდით მყოფ პიროვნებასთან ერთად, მაგრამ მითხრა, რომ ძალიან დიდი პრობლემები ჰქონდა მასთან, ძალიან დაიღალა მასთან ურთიერთობით, დაიღალა ყველაფრით და რაც შეიძლება სწრაფად უნდოდა წამოსვლა. ეს პრობლემა უფრო ქმარს ეხებოდა.” – ამბობს ქალის მეგობარი, მარიკა სონღულაშვილი.

ქალის ოჯახი, მომხდარის მიზეზების დადგენას და ცხედრის საქართველოში გადმოსვენებას ელოდება.

საქართველოს მოქალაქეს საკუთარ ბინაში მეუღლესთან ერთად გაუსწორდნენ. პაკისტანის მოქალაქე დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში იმყოფება.