სუს-ის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა.

როგორც “სუს”-ში აცხადებენ, ხოჯევანიშვილმა პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე 2019 წელს დაინიშნა.