ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა გაიმართა

საკრებულოს სხდომათა დარბაზში ტრანსპორტის საკითხების დროებითი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე კომისიის წევრებმა  ის პრობლემური საკითხები განიხილეს, რომლებიც  ძირითადად შიდასაქალაქო მარშრუტზე დასაქმებულ კომპანიებს აწუხებს.

კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით, დღეს ქალაქში ნაცვლად 146 სატრანსპორტო საშუალებისა, 70 ერთეული M2 კატეგორიის სამარშრუტო ტაქსი მოძრაობს, რაც მგზავრთნაკადის შემცირებით არის გამოწვეული.

რუსთავის მერიის ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილების ხელმძღვანელის, დაჩი გიორგაძის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განხილული პრობლემები სწორედ მგზავრთნაკადისა და სატრანსპორტო საშუალებების შემცირებამ გამოიწვია.

მისივე ინფორმაციით,  რუსთავის მერიას გარკვეული რეკომენდაციები დროებითი სამუშაო ჯგუფის მხრიდან გაეგზავნება, რომლის მოგვარებაშიც ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის განყოფილებაც მიიღებს მონაწილეობას.

კერძოდ, სამსახური მგზავრთა ნაკადს და ქრონომეტრაჟს დაითვლის.