ფაშინიანი: აპრილში თანამდებობიდან გადავდგები

აპრილში თანამდებობიდან გადავდგები, – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა არმავირის რაიონში მხარდამჭერებთან შეკრების დროს გააკეთა.

„აპრილში მე გადავდგები. არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ იმისთვის, რომ გაიმართოს რიგგარეშე არჩევნები. ამ დროს ვიქნები პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გადააბარებს ძალაუფლებას, თუ ამომრჩეველი მას მხარს არ დაუჭერს.

რიგგარეშე არჩევნები სომხეთში 20 ივნისს უნდა გაიმართოს. ამ დრომდე ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.