ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული ხუთი სრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
დაკავებული ხუთი პირიდან ოთხ ბრალდებულს, თენგიზ ბარბაქაძეს, ირაკლი მუმლაძეს, ნიკა ჟვანიას, გიგა ტატიაშვილსა და ვასილ მახარაძეს 5-5 წლიანი პატიმრობა, ერთ პირს, მორაგბე ვასილ მახარაძეს კი 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ გამოაცხადა.
ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ ხუთ სრულწლოვანს ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.