შრომის ინსპექციამ სასტუმრო “ვინოტელი” რუსი შოუმენის მასპინძლობის გამო დააჯარიმა

შრომის ინსპექციამ სასტუმრო “ვინოტელი” რუსი შოუმენის მასპინძლობის გამო 10 000 ლარით დააჯარიმა.

სასტუმრო შენობასთან საპროტესტო აქცია და სკანდირებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი რუსი შოუმენის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რუსი შოუმენი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სასტუმრო “ვინოტელში” ვახშმობდა.