ცნობილმა ამერიკელმა მუსიკოსმა ვაქცინის მიღება კონცერტით აღნიშნა

ცნობილმა ამერიკელმა ჩელისტმა იო-იო მამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიღების შემდეგ კონცერტი გამართა. ამის შესახებ The New York Times-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 65 წლის იო-იო მამ ვაქცინა პიტსფილდში, ბერკშირის კოლეჯში მიიღო. აცრის შემდეგ მუსიკოსი მოსაცდელში გადაიყვანეს, სადაც თავის რიგს სხვა მოქლაქეები ელოდნენ. იო-იო მამ მათთვის და მედიკოსებისთვის პატარა კონცერტის ჩატარება გადაწყვიტა.

მუსიკოსმა „ავე მარია“ და ბახის პრელუდია ლა მინორში შეასრულა(ვიდეო).