ჯანდაცვის მინისტრი: მე ავიცრები სავარაუდოდ „ასტრაზენეკათი“

​ავიცრები სავარაუდოდ ​„ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და საზოგადოებაც დადებითად განეწყოს, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„მე ავიცრები სავარაუდოდ „ასტრაზენეკათი“, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნას არსებული კითხვები ამ ვაქცინასთან დაკავშირებით, საზოგადოებაც დადებითად განეწყოს ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში. რაც შეეხება აქტივობებს და კამპანიას, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ და დავეყრდნობით მათ დამატებით რეკომენდაციებს, რათა არ შეიქმნას დამატებითი კითხვები და ხარვეზები იმ კომუნიკაციასთან, რომელსაც ძალიან ხშირად ახსენებს მედია“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.