ჯანმო: არ უნდა დავკარგოთ ის პროგრესი, რასაც პანდემიასთან ბრძოლაში მივაღწიეთ

მსოფლიომ არ უნდა დაკარგოს ის პროგრესი, რაც პანდემიასთან წინააღმდეგ ბრძოლაში მიაღწია,-ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ გებრეისუსმა განაცხადა.

”ჩვენ აქამდე მოვედით, ამდენი ტანჯვა გადავიტანეთ და ამდენი დავკარგეთ. არ უნდა დავკარგოთ ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი“, – განაცხადა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, პანდემიის კონტროლის ინსტრუმენტები არსებობს, მაგრამ ისინი უნდა იქნას გამოყენებული თანმიმდევრულად და სამართლიანად.

”მეცნიერება, გადაწყვეტილებები და სოლიდარობა რჩება ჩვენს სახელმძღვანელოდ”, – ამბობს ტედროს ადჰანომ გებრეისუსი.

მიმდინარე კვირის ხუთშაბათს 12 თვე შესრულდება მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კოვიდ 19  გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.