მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია სახელწოდებით ,,გამოდი ღირსებისთვის” იმართება.

,,მოძრაობა საქართველოსთვის” წევრების განცხადებით,  ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას და ყველა იმ პირის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემას მოითხოვენ, რომლებიც ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებდნენ.

აქციის წევრები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ და მის სახელზე განცხადებას წერენ, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაციაში დატოვებენ.

,, ვწერთ წერილებს ,,გადადგეს ჰაკიმ – ფაშა” და ადმინისტრაციას უნდა ჩავაბაროთ ძალიან ბევრმა ადამიანმა, ვცდით თუ შეგვიშვებენ. ყველგან, სადაც იქნება ღარიბაშვილი, იქ იქნება ჩვენი აქციაც”, – განაცხადა ,,მოძრაობა საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა.