ამირან გამყრელიძე: წერტილოვანი შეზღუდვები იქნება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება.

„წერტილოვანი შეზღუდვები იქნება, განსაკუთრებით იმ სოფლებში, სადაც შემთხვევების მატებაა – ჭიათურის რაიონის ერთ სოფელში, ითხვისის მაღაროებთან დაკავშირებულ სოფლების ჯგუფში, აჭარაში, „აჭარა ტექსტილშიც” გვაქვს მატება, იქ სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს, შემთხვევების რაოდენობა 88-მდეა, რა თქმა უნდა, წერტილოვანი შეზღუდვები აქ ყველგან იგეგმება და ტარდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები ამ სოფლების ჩაკეტვას და გამოკვლევას გულისხმობს.