არჩილ თალაკვაძე იაპონიის ელჩს იმამურა აკირას შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, იმამურა აკირას შეხვდა.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და იაპონიას შორის არსებული მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობა და მიესალმნენ საქართველო-იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის შექმნას.

პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს მადლობა გადაუხადა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, მათ შორის, იაპონიის მთავრობის მიერ მედიკამენტ “ავიგანითა” და სამედიცინო დანადგარებით მომარაგების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

არჩილ თალაკვაძემ, აგრეთვე, ხაზი გაუსვა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ წლების განმავლობაში საქართველოსთვის გაწეულ ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებას და გამოთქვა იმედი, რომ დაგეგმილი პროექტები წარმატებით განხორციელდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ და ელჩმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგზე მიმდინარე პოლიტიკურ მოლაპარაკებებზეც ისაუბრეს.