„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ახალი სახელი აქვს

ბრიტანულ-შვედური კომპანია „ასტრაზენეკას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ახალი სახელი აქვს.

ვაქცინის ახალი სახელწოდებაა „ვაქსზევრია“.ამის შესახებ
ევროპის წამლების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული.

შვედეთის მედიკამენტების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სახელწოდების ცვლილება შეფუთვის შესაძლო ცვლილების გარდა, სხვას არაფერს შეეხება.