„ასტრაზენეკა“: აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ ვაქცინის 79%-იანი ეფექტურობა აჩვენა

კომპანია “ასტრაზენეკას” ინფორმაციით,  „ასტრაზენეკასა“ და „ოქსფორდის უნივერსიტეტის“ ვაქცინამ აშშ-ში ჩატარებულ კვლევაში სიმპტომური დაავადების პრევენციის კუთხით 79% –იანი ეფექტურობა აჩვენა.

ამასთან, ფარმაცევტული კომპანიის ცნობით, კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ვაქცინა დაავადების მძიმე და კრიტიკული ფორმების წინააღმდეგ 100%-ით ეფექტურია.

„ასტრაზენეკაში“ ასევე აცხადებენ, რომ უსაფრთხოების დამოუკიდებელმა კომიტეტმა აშშ-ში ჩატარებული კვლევის ფარგლებში თრომბისა და ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის წარმოქმნასთან დაკავშირებული შემოწმებაც ჩაატარა. კომიტეტმა დაადგინა, რომ კვლევაში მონაწილე 21 583 მონაწილეში, რომლებსაც ვაქცინის სულ მცირე ერთი დოზა გაუკეთდა, თრომბოზის ან მისთვის დამახასიათებელი მოვლენების რისკი არ გაზრდილა.

კომპანიის ცნობით, კვლევის შედეგად არც ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.