აქტივისტებმა სასტუმროს, სადაც ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, ელექტროენერგია გაუთიშეს

სასტუმრო “ვინოტელს”, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტებმა ელექტროენერგია გაუთიშეს.

სასტუმრო შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსთა ნაწილი რუსი შოუმენის, ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლას აპროტესტებენ.

შეგახსენებთ, რუსი შოუმენი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად სასტუმრო “ვინოტელში” ვახშმობს.