საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ადამიანი დაიღუპა

გონიოში, საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად 45 წლამდე ქალი დაიღუპა.

როგორც ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში განაცხადეს, დამწვრობა მიიღო კიდევ ერთმა პირმა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.