ახალციხეში ვაქცინაციის შემდეგ ექთანს ალერგიული შოკი განუვითარდა

ახალციხეში “ასტრაზენაკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი კომაში ჩავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ადგილზე დაპირისპირება იყო.27 წლის ქალის ახლობლებმა სამედიცინო დაწესებულებაში შუშა ჩაამტვრიეს.

კლინიკის ტერიტორიაზე იმყოფებიან სამართალდამცავები.