სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა

სომხეთში საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა Facebook-იგვერდზე დაწერა.

ფაშინიანის განცხადებით,  ის ფრაქცია “გაბრწყინებს საკუთარ ული სომხეთის” თავმჯდომარეს გაგიკ ცარუკიანს შეხვდა და მოლაპარაკებების პროცესში გადაწყვიტეს, რომ პოლიტიკურ კრიზისში გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია.

პრემიერის ინფორმაციით, არჩევნები მიმდინარე წლის 20 ივნისს გაიმართება.

ცნობისთვის, სომხეთში ბოლო პერიოდის განმავლობაში საპროტესტო აქციები არ წყდება. მოქალაქეების  უცვლელი მოთხოვნა ნიკოლ ფაშინიანის გადადგომაა.

სომხეთში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანის და მისი მთავრობის გადადგომა მოითხოვა. მოთხოვნა ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა.