ბოლნისის თეატრი სცენას უბრუნდება

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბოლნისის თეატრი სცენას უბრუნდება. დაწესებული შეზღუდვების გამო ბოლნისის მუნიციპალურ თეატრს გარკვეული პერიოდი სპექტაკლების ჩვენება ონლაინ რეჟიმში უწევდა.

თეატრმა რეპეტიციები განაახლა და პირველი აპრილიდან შემოქმედებითი დასი სცენას დაუბრუნდება.

“თამაშს არ აქვს საზღვარი, ეს იქნება თეატრი, ქუჩა, სხვენი, ველური ბუნება, მთავარია სურვილი და მიზანსწრაფვა“-განაცხადა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ლაშა ნოზაძემ.

16 მარტს, ბოლნისის თეატრში, პირველი შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა. წარმოდგენილი და განხილული იქნა არსებული და სავარაუდო შემოქმედებითი გეგმები.