ბოლნისში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და მერიის წარმომადგენლებთან ერთად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სოფელ რატევანში, ბალიჭსა და დაბა კაზრეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

სამივე დასახლებაში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხით, გარე განათების ქსელის მოწყობის სამუშაოების დასრულდება იგეგმება, სოფელ რატევანში ასევე საბავშვო მოედანი გაკეთდება.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის 714 000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალიტეტი პროექტების განსახორციელებლად 100%-იანი თანადაფინანსების ვალდებულებას იღებს. ჯამში კი, წელს ბოლნისში, ამ პროგრამის ფარგლებში, 1 428 000 ლარი დაიხარჯება.