ბორჯღალოსნებმა ესპანეთის ნაკრები დაამარცხეს

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს რაგბის ნაკრებმა ესპანეთი ანგარიშით 25:19 დაამარცხა.

“საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მადრიდის უნივერსიტეტის სტადიონზე 25-19 სძლია, რითაც წლევანდელ გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა”, — აცხადებენ რაგბის ფედერაციაში.

მათივე ინფორმაციით, ორი ტურის შედეგად, ბორჯღალოსნები სატურნირო ცხრილში 9 ქულით ლიდერობენ. შემდეგ მატჩში, რომელიც 20 მარტს კალინინგრადში გაიმართება, საქართველოს ნაკრები რუსეთს შეერკინება.