გაბუნია: თანხა გადახდილია და ალბათ მოწოდება უახლოეს პერიოდში დასრულდება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გაიმართება სატელეფონო კონსულტაციები, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს ის პირობები, რასაც „ფაიზერი“ აყენებს.

მისივე თქმით,  საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი შეხვედრაზე  ვაქცინაციის პროცესის პროგრესთან დაკავშირებით ისაუბრეს.

გაბუნიას თქმით,  მოლოდინი აქვთ, რომ საქართველო შეპირებულ ვაქცინას მოკლე ხანში მიღებს.

„საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე კვლავაც იყო საუბარი ვაქცინაციის პროცესის პროგრესთან დაკავშირებით. თუ რას ველოდებით უახლოეს პერიოდში კონკრეტულად „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით. თანხა გადახდილია და ალბათ მოწოდება უახლოეს პერიოდში დასრულდება. მოწოდების ზუსტ თარიღს გვაცნობებენ.

„ფაიზერთან“ მიმართებით ისევ საკონსულტაციო სატელეფონო ზარი უნდა ჩაინიშნოს, რათა საბოლოოდ დაზუსტდეს ის პირობები, რასაც „ფაიზერი“ აყენებს. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, „კოვაქსთან“ და „ფაიზერეთან“ თანამშრომლობას ვაგრძელებთ. გვაქვს მოლოდინი, რომ მოკლე ხანში გადავადება აღმოიფხვრება და დამატებითი პირობა, რომელსაც „ფაიზერი“ სატელეფონო კონსულტაციის დროს გაგვიზიარებს, შესრულდება და ჩვენს შეპირებულ ვაქცინას მალევე მივიღებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.