გამყრელიძე: ივლისიდან გადავალთ მასობრივ იმუნიზაციაზე

​დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მასობრივი იმუნიზაცია საქართველოში ივლისიდან დაიწყება.

მისი თქმით, ვაქცინების შესაძენად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებელთან და კომპანიასთან.

“ჩვენ ე.წ. მასობრივ იმუნიზაციაზე გადავალთ დიდი ალბათობით, ივლისიდან. მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ სამინისტროში მოვიდა კონტრაქტი მეორე ვაქცინაზე, ეს არის ნოვავაქსის ვაქცინა, რომელთანაც უკვე დაახლოებით ორი თვეა მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

ნოვავაქსი არის ამერიკული კომპანია. მის მიერ წარმოებული ვაქცინა განსხვავდება პრინციპით დღეს არსებული ასტრაზენეკას, მოდერნას, ფაიზერის ან ჩინურის ვაქცინისგან, ცოტა სხვა პრინციპზეა დამყარებული მისი წარმოება.

ნოვავაქსი არის ვაქცინების უდიდესი მწარმოებელი მსოფლიოში. მან მისცა ლიცენზია ინდურ მწარმოებელს, სერუმ ინსტიტუტს”. – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.