გარდაბანში კოვიდვაქცინაცია დაიწყო (+ვიდეო)

გარდაბნის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

პირველი ადამიანი, რომელმაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, გარდაბნის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ცაგო ლოლაძეა.

სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია გარდაბანში „ჯეო ჰოსპიტალის“ სამედიცინო ცენტრში მიმდინარეობს.

გარდაბნის მუნიციპალიტეტმა პირველ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 750 დოზა მიიღო. კორონავირუსიის ვაქცინაციის პროცესს მონიტორინგს გარდაბნის ააიპ საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრი უწევს.