გარდაცვლილი ექთნის ახლობლები გამოძიების დაწყებას ითხოვენ

გარდაცვლილი ექთნის ახლობლები და ოჯახის წევრები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკასთან არიან შეკრებილები. ისინი გამოძიების დაწყებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მეგი ბაქრაძეს ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონდა.

ადგილზე უკვე მისულია ოჯახის იურისტი, რომელიც, სავარაუდოდ, მათ ინტერესებს დაიცავს.

გარდაცვლილ ექთანს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

27 წლის ექთანი, რომელსაც ახალციხეში კორონავირუსზე აცრის შემდეგ მძიმე გვერდითი რეაქცია გამოუვლინდა, გარდაიცვალა.