გერმანელმა ექსპერტებმა მეწყრულ ზონაში მუშაობა დაიწყეს

გერმანელმა ექსპერტებმა მეწყრულ ზონაში მუშაობა დაიწყეს. დღის ბოლოს ექსპერტები მერიაში შეხვედრას გამართავენ და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს მიაწვდიან დეტალურ ინფორმაციას თუ რა უნდა გაკეთდეს მაჭავარიანის ქუჩაზე.

“დღეს უკვე ჩამოვიდნენ გერმანელი ექსპერტები. ჯგუფი დილიდანვე გასულია და მიმდინარეობს შესწავლის ღონისძიებები. მთელი დღის განმავლობაში, ეს ჯგუფი უნდა იყოს კონკრეტულად ამ ლოკაციაზე, მოგვიანებით კი უკვე მერიაში გვექნება შეხვედრა. კონკრეტულ ვადებთან და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, დეტალურ ინფორმაციას ხვალისთვის მოგაწვდით.”,-განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა, რომელიც დღეს მეწყერსაშიშ ზონაში არსებულ ვითარებას ადგილზე გაცნო.