სემეკში რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებაზე იმსჯელეს

სემეკში რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრას სემეკის თავმჯდომარე, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „რუსთავის წყალი”, ენერგოომბუდსმენი და ქ. რუსთავის სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის წევრები  ესწრებოდნენ.

როგორც მსჯელობისას გახდა ცნობილი, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და შპს „რუსთავის წყალი“ ქალაქში 200 მილიონამდე ლარის ინვესტიციას განახორციელებენ, რაც ქსელზე ავარიებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.