“აფხაზეთი საქართველოა”- წარწერის გამო აფხაზ გოგოს ბოდიში მოახდევინეს

აფხაზი გოგო, რომელმაც ტიკ-ტოკ ვიდეოში განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოა, საოკუპაციო რეჟიმის შს სამინისტროში დაიბარეს და ბოდიში მოახდევინეს.

“მე გამოვაქვეყნე ვიდეო, რომ “აფხაზეთი – ეს საქართველოა”.  მთხოვეს, ამას ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ”.

გავრცელებული ინფორმაციით, ტიკ-ტოკზე ვიდეო, სახელწოდებით “აფხაზეთი საქართველოა” აღარ იძებნება.