გორში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისს თავს დაესხნენ – ჩამსხვრეულია მინები და კარი. “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახურის ცნობით, გორის ამავე ოფისს თავს უკვე მეხუთედ დაესხნენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები.
მომხდართან დაკავშირებით დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.