საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული მალხაზ დოლუაშვილი თავისუფალია

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სამი დღის წინ დაკავებული სოფელ ზერტის მცხოვრები მალხაზ დოლუაშვილი თავისუფალია. ის ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთში უკვე გადასცეს. დოლუაშვილი ადგილზევე გამოკითხეს და სახლში წაიყვანეს.

პანდემიის გამო მალხაზ დოლუაშვილი 3 დღეს თვითიზოლაციაში გაატარებს.

ბერშუეთის თავზე ვიყავი სანადიროდ, ძაღლი გამექცა და გავყევი რომ მომეძებნა. დამაკავეს რუსებმა და ჯერ ღრომში ბაზაზე გადამიყვანეს მერე ცხინვალში. საკანში მარტო ვიყავი სხვა ქართველები არ მინახავს. ჯარიმა არ ვიცი ალბათ გადაიხადეს. დღეს იყო სასამართლო და გამომიშვეს“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ​მალხაზ დოლუაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე დააკავეს.