პრემიერ-მინისტრი შეხვდება ნატო-ს გენერალურ მდივანს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, ეს იქნება შესაძლებლობა, რომ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ნატო-ს მოკავშირე წევრ ქვეყნებს გააცნოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით არსებული პროგრესი.
„ბუნებრივია, ეს შეხვედრები ნატო-ში იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ წლევანდელი წელი, როდესაც ჩანიშნულია რამდენიმე მაღალი დონის მნიშვნელოვანი მოვლენა, მათ შორის ნატო-ს სამიტი, რომელიც იქნება მოსამზადებელი ნატო-ს მომავალი წლის სამიტისთვის და კერძოდ, საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის, ღია კარის პოლიტიკის თვალსაზრისით და 2030-ის სტრატეგიის თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ მკაფიოდ იქნას დაფიქსირებული ის პროგრესი, რომელიც საქართველოს, როგორც ასპირანტ ქვეყანას გააჩნია“, – განაცხადა ზალკალიანი.